თეგებით ძიება

ბაღდათში მიწის მასის ჩამოშლამ მდინარის შეგუბება გამოიწვია

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში მიწის მასა ჩამოიშალა.

შემთხვევამ მდინარე ხანის წყლის შეგუბება გამოიწვია. ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მოხდა მდინარე ხანისწყლის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება. ასევე მეწყრული პროცესის შესახებ ინფორმაცია დროულად  მიეწოდა შესაბამის სამსახურებს.

ბოლო მონაცემებით, მდინარე ხანის წყალი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. გეოლოგები მეწყრულ ტერიტორიაზე აგრძელებენ  მოკვლევით სამუშაოებს, დასკვნის დადების შემდეგ განხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

წყარო: infoimereti.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა