თეგებით ძიება

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ - მიხეილ სარჯველაძე

მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. უცხოეთში გადაყვანის საჭიროება თუ იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას, დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ, არცერთ პაციენტს არავის დახმარება არ დასჭირდება.

„მე არ მგონია, რომ ეს პაციენტის მხარდაჭერის და დახმარების სურვილით ნაკარნახები იყოს, უფრო მეტად ცალკეულ ადამიანებს თავის გამოჩენის სურვილი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარი საჭიროება, რასაც სახელმწიფო ვერ გასწვდება და ვერ შეძლებს, დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსებთ, რომ აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს „გაზის კაფსულა“ წარბის არეში მოხვდა. ის ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა