„გუშინ დედაჩემს ერთი მისი ნაცნობი დიდი ხანი უმტკიცებდა რომ, "პოლიციის" ქმედება გამართლებულია “ - რას წერს სააკაშვილი?
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ახალგაზრდობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ჩემი აზრით ის რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა იმის შედეგიც არის რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს "იმედს."
გაოგნებული ვარ იმით, რომ გუშინ დედაჩემს ერთი მისი ნაცნობი დიდი ხანი უმტკიცებდა რომ, "პოლიციის" ქმედება გამართლებულია და ძირითად არგუმენტად მოჰყავდა "კაბელზე ცეცხლის წაკიდება."
გიორგი ვაშაძე აბსოლუტურად მართალია, როცა მუდმივად ხაზს უსვამს რუსული პროპაგანდის დამანგრეველ მომწამვლელ ეფექტს.
ამ საწამლავის ერთადერთი ანტიდოტია უფრო მეტი აქტიურობა ქუჩაში და სოციალურ ქსელებში და ახსნა განმარტებითი სამუშაო სამეზობლოებში, აუდიტორიებში, სამსახურებში - წერს სააკაშვილი.