"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება".
ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს.
"არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივეცით და განვაცხადეთ, რომ ისინი უფრო ახლოს არიან ევროკავშირთან, მათ კი გადაწყვიტეს, რომ ახლა შეუძლიათ გააკეთონ, რაც უნდათ და ბოლოს ისიც კი გადაწყვიტეს, რომ საერთოდ შეეწყვიტათ ეს გზა. მე ვიცი, რომ შიდა პრობლემებიც არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. პრეზიდენტმა მოგვიწოდა, რომ არ ვაღაროთ არჩევნების შედეგები. მე მინდა დასკვნა ვნახო და ამის შემდეგ ვიმსჯელებ, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი. და თუ იყო, მაშინ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას. სანქციების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო", - თქვა მინისტრმა.