თეგებით ძიება

ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, მის მიერ პარტიის დატოვების თაობაზე ტყუილი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

“ამ დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა