თეგებით ძიება

რეანიმაციაშია, უგრძელდება მედიკამენტური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია - ექიმი აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაში რჩება - ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ახალგაზრდას უგრძელდება მედიკამენტური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები კი სტაბილურია.

"22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა.

3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ალექსი თირქიაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა