თეგებით ძიება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს.

სამართალდამცველების პარტიის ოფისში შესვლისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მომხდარის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სამართალდამცველები პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა.

„პარტიის ოფისში დაახლოებით, 20-ზე მეტი ადამიანი იყო შესული. აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვთხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, წავიდნენ. ჯერჯერობით წავიდნენ. პოლიტიკური პარტიების ოფისებში ყველა უნდა იყოთ ფრთხილად,“ - განაცხადა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა