თეგებით ძიება

"... კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს” - ირაკლი კობახიძესთან დებატზე თინა ხიდაშელიც უარს ამბობს

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­თან - პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტებ­ზე არც თინა ხი­და­შე­ლი მი­დის.

დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვლა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე­მაც.

“პა­პუ­ნას გზავ­ნი­ლის შემ­დეგ დე­ბა­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა და რო­გორ მი­მაჩ­ნია სწო­რედ, ამას აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

- ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მეა იმ არა­რა­ო­ბის­თვის სათ­ქმე­ლი თავს რომ პრე­მი­ერს ეძა­ხის, იმ აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე სა­დაც თავს უკეთ და კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. მე მჯე­რა რომ ყვე­ლა მათი ტრი­ბუ­ნა უნდა და­ვი­კა­ვოთ და რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­სა­ხურ­ში ჩა­ვა­ყე­ნოთ. ჩემ­თვის, და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა ეს ვერ და სამ­წუ­ხა­რო კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა.

- იმ დიდი სათ­ქმე­ლი­დან, რო­მე­ლიც უნდა უთხრა და სახე აა­ხიო ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სათ­ქმე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას.

სა­კუ­თა­რი ხალ­ხის, ქვეყ­ნის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­წამ­სვე რო­დე­საც მას უთხრეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდნენ ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი რომ­ლე­ბიც სუ­ლის­შემ­ძვრელ ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბი­ან

- პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ,

- "დუ­ბინ­კე­ბით" გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუ­ქა­რის შე­სა­ხებ,

- გო­გო­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან რო­გორ გა­დაჰ­ყავ­დათ და­ჩო­ქი­ლე­ბი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით და სხვა...

იმ წამ­სვე უნდა მი­დი­ო­დეს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, უნდა ეძებ­დეს მათ, კარს თუ არ გა­უ­ღე­ბენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს რომ და­ე­ლა­პა­რა­კოს და მათ­თან ერ­თად მო­ძებ­ნოს, პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოს, და­სა­ჯოს ყვე­ლა სა­დის­ტი და მო­ძა­ლა­დე. მაგ­რამ რო­დე­საც ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ უსუ­ლო მო­ძა­ლა­დე­ებს დილა სა­ღა­მოს მად­ლო­ბას უხდი თა­ვა­დაც ისე­თი­ვე უსუ­ლო მო­ძა­ლა­დე, მათი წამ­ხა­ლი­სე­ბე­ლი და მხარ­დამ­ჭე­რი ხარ და სწო­რედ ამი­ტომ უბ­რა­ლოდ კი არ უნდა წახ­ვი­დე, არა­მედ კა­ნო­ნის ყვე­ლა­ზე უფრო მეტი სი­სას­ტი­კით უნდა და­ი­სა­ჯო.

მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი ეს არის:

- შეხ­ვდი, და­ე­ლა­პა­რა­კე ნა­ცემ, ნა­წა­მებ ადა­მი­ა­ნებს…

- აღას­რუ­ლე სა­მარ­თა­ლი მათ­თვის და მათი სა­ხე­ლით....

ამა­სო­ბა­ში დღეს კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყეს”, - წერს ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღეს, 22:00 სა­ათ­ზე, “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ეთერ­ში და­გეგ­მი­ლი იყო დე­ბა­ტე­ბი, რა ფორ­მატ­შიც პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ მი­ნის­ტრებს თინა ხი­და­შელს და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ უნდა მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

2 დე­კემ­ბერს, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრო­ტეს­ტი ადას­ტუ­რებს, რომ “ქვე­ყა­ნა­ში წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა“ არ­სე­ბობს. ამა­ვე სხდო­მა­ზე კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მზად არის ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე სა­ჯა­რო ან არა­სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის­თვის “გულ­წრფელ ადა­მი­ა­ნებ­თან“, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი “სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო“.

პირ­და­პი­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით, დე­ბა­ტე­ბის ფორ­მატ­ში, მას­თან დის­კუ­სი­ის მზა­ო­ბა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა და სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ გა­მოთ­ქვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა