ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია - მირიამ ლექსმანი
სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ.
„ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია. კაია კალასმა და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს და შეაჩერონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მათი ტერორი“, - წერს ლექსმანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი.