თეგებით ძიება

საქართველოს 4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს

საქართველოს 4 უმსხვილეს ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

თბილისში, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. შეკრებილებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

საპროტესტო აქციები გრძელდება ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები კვლავ მერიასთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები გააპროტესტეს.

ბათუმისა და თბილისის გარდა, პროტესტის კერა ქუთაისი და ზუგდიდია. 

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა