თეგებით ძიება

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"5 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ასმათის და როსტევანის ქ. კვეთაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც,  5 დეკემბერს 23:00 საათიდან 6 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ასმათის ქუჩას.

ხვალ, 5 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დას. N2 მ/რ, N1-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  5 დეკემბერს 11:00 საათიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის  რაიონში: ვაზისუბნის დას., 2 მ/რ N1,2,5,6,7,8,9,10,11,12,13, 15,16,17,18,19.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა