მაიკ ჯონსონის განცხადებით, უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ბაიდენის თხოვნას კენჭისყრაზე არ დააყენებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის თხოვნას არ დააყენებენ. ამის შესახებ ჯონსონმა ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, დააყენებენ თუ არა ბაიდენის მოთხოვნას კენჭისყრაზე, ჯონსონმა თქვა, რომ არა.
"უკრაინაში საათობრივად ხდება ცვლილებები, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ და გითხარით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ დონალდ ტრამპს აირჩევდნენ, ეს შეცვლიდა რუსეთის ომის დინამიკას უკრაინის წინააღმდეგ. ასე რომ, ჯო ბაიდენზე არ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებების მიღება. ახლა ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი, ვაპირებთ დაველოდოთ და მივიღოთ ახალი პრეზიდენტის მითითებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - აცხადებს მაიკ ჯონსონი.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
ამავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხების დარჩენილი ნაწილით უკრაინას ეხმარება.