თეგებით ძიება

"ვფიქრობ, ნეკნი აქვს გატეხილი, ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი" - ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

"ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ელისაშვილს სახის და ზურგის არეში დაზიანებები აქვს. მისივე თქმით, ელისაშვილი ნაცემია და შესაძლოა ნეკნის მოტეხილობაც ჰქონდეს. ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

"გუშინ ღამით მოვინახულე ალეკო. დაზიანებები აქვს სახის არეში და აგრეთვე, ზურგის არეში. ვფიქრობ, რომ შეიძლება ჰქონდეს ნეკნი მოტეხილი, იმიტომ, რომ ძლიერ ტკივილებს გრძნობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზას და რენტგენსაც გადაუღებენ და ვნახავთ მის მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია და აშკარაა, რომ დაკავებისას განხორციელდა სერიოზული ძალადობა მის მიმართ. ძალის გამოყენებით მოხდა დაკავება. ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი.

მოვითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა და სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება ეგ საკითხი. გუშინ გვიანი იყო, არ მოხდა გადაყვანა და იმედია, რომ დღეს მოხდება მინიმუმ შემოწმება და დადგენა იმისი, თუ რეალურად არის თუ რა მაგალითად, ნეკნი მოტეხილი, რომელიც არის უფრო მეტად საყურადღებო. სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები. ეს უკვე ცემის მანიშნებელია,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა. 

ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის პოლიციამ გუშინ, „ქორთიად მარიოტთან“ დააკავეს, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა