თურქეთში, ბოლო 24 საათში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გაზიფაშას რაიონის სანაპიროსთან, ანტალიაში იყო. ბიძგები 21 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
გუშინ, რეგიონში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირეს.