თეგებით ძიება

„ბედნიერია ჩემი თაობა, რომელსაც შვილებთან ერთად შვილიშვილებმაც აჯობეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო გაიმარჯვებს“ - ლევან ბერძენიშვილი

„ადრე ნათქვამი მაქვს, რომ შვილებმა გვაჯობეს. ახლა ისიც უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს შვილებსაც აჯობეს შვილებმა“, – წერს ფილოსოფოსი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„ამ უმძიმეს ღამეებს სინათლეს მატებს ის, რომ საოცარი ახალგაზრდობა გვყავს. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის – ვერც მარბიელთა დაუნდობლობა, ვერც დაპატიმრებულთა არმია, ვერც მოსამართლეთა დაცემა, ვერც სამთავრობო მედიის გათახსირება, ვერც უზნეო და უსულგულო დიქტატორის ბოროტი ფანტაზია.

ანტიკური თეატრის თეორიაში იყო ცნება – პერიპეტია, გარდატეხა, როდესაც ბედისწერა ერთ წამში არსებითად იცვლება. ჩვენს თვალწინ სწორედ ეს მოხდა.

ბედნიერია ჩემი თაობა, რომელსაც შვილებთან ერთად შვილიშვილებმაც აჯობეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო გაიმარჯვებს, საქართველო უკვდავია!“, – წერს ლევან ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, უკვე მეშვიდე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა