"უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 19 მოკავშირის წინააღმდეგ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას.
"უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 19 მოკავშირის წინააღმდეგ. ზუსტად მათ წინააღმდეგ, ვინც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში, პრინციპულად იმოქმედონ", - თქვა ზელენსკიმ.