თეგებით ძიება

გმადლობ, ვოლოდიმირ! - სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის

უკეთესად ვერ ვიტყოდი, გმადლობ, ვოლოდიმირ! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

„რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს კონტროლი შავ ზღვაზე !“- წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე. „ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას- ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა