იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გაიმართება - ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირ კომიუნიკაციაზე
"მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შედგება პირდაპირი კომუნიკაცია" - ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდათ თუ არა აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან, ტრამპის გუნდთან პირდაპირი კომუნიკაცია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 1 დეკემბერს კობახიძემ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ:
"ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენ ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. მეტ დელატს ვერ ვიტყვი. ეს არის შიდა სამზარეულო. გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილია, შედგეს პირდაპრი კომუნიკაციაც".