„მთავარი მაინც მოხდა - ბათუმელები თავს არ უხრიან დიქტატურას“ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
არ შეიძლება, რომ არ აღვნიშნო ბათუმელების განსაკუთრებული თავდადება და ორგანიზებულობა, ისევე როგორც მრავალრიცხოვნება.
როდესაც ბათუმის იდეას ვანვითარებდი, ჩემი ოცნება იყო, რომ ბათუმი ყოფილიყო თავისუფალი, განათლებული, თვითკმარი მოქალაქეებით დასახლებული მეგაპოლისი.
როგორც სჩანს, მთავარი მაინც მოხდა - ბათუმელები თავს არ უხრიან დიქტატურას - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ რომ ბათუმში და მთლიანად, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".