თეგებით ძიება

კობახიძის ერთი განცხადებით დაწყნარებული ქვეყანა არიეს.. ასეთი დაპირისპირება საზოგადოებაში ზვიადის დამხობის მერე არ ყოფილა - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაშო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

გამოვნენ დღეს კობახიძე და მდიანრაძე ისევ ცინიკური კომენტარებით, ვითომ გამარჯვებულებად გრძნობენ თავს, რადგან ჯერ ხელისუფლბას ინარჩუნებენ.

ტიპებმა კობახიძის ერთი განცხადებით დაწყნარებული ქვეყანა არიეს (შეგახსენბეთ, არჩევნების მერე ოპოზიციას ხალხი ქუჩაში ვერ გამოყავდა), მერე სპეცრაზმს სასიკვდილოდ აცემინეს ჟურნალისტები და ახალგაზრდები და ერთი პოლიცილიც არ დაუჭერიათ ამაზე, 300-ზე მეტი ახლგაზრდა დაჭერიეს, 

ახლობლები, კოლეგები, მეგობრები და ნათესავები გადაკიდეს და დაუპირსიპრეს ერთმანეთს, საზოგადოება გახლიჩეს. ასეთი დაპირისპირება საზოგადოებაში ზვიადის დამხობის მერე არც ყოფილა 

და თავი გამარჯვებულები გონიათ. 

ასე ესმის ბიძინას გამარჯვება - წერს მერაბ მეტრეველი.

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა