ალეკო ელისაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - სავარაუდოდ, პოლიტიკოსს ნეკნი აქვს გატეხილი
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა "ვივა-მედში" გადაიყვანეს - პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანის კადრები "შაბათის ეთერმა" გადაიღო. ელისაშვილი ნაცემია, აღენიშნება დაზიანებები. მას ამ წუთებში კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. ვარაუდობენ, რომ პოლიტიკოსს ნეკნი აქვს მოტეხილი.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამძიმდა.
ალეკო ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.