„ამერიკა აღარ მოიხსენიებს ოლიგარქის დაჯგუფებას „ხელისუფლებად“ - რას წერს სააკაშვილი?
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ არა ხელისუფლებად, არამედ, „დე-ფაქტო“ ხელისუფლებად მოიხსენიებს:
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში პირველად, ამერიკა აღარ მოიხსენიებს ოლიგარქის დაჯგუფებას „ხელისუფლებად“, ხოლო ტრამპის ახლო თანამებრძოლი, ახალი წარმომადგენლობითი პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო ვილსონი საუბრობს “დე-ფაქტო” ხელისუფლებაზე - წერს სააკაშვილი.