თეგებით ძიება

"ფოტოს ჩათიდან ჩათში დაატარებენ - რუსს და სამშობლოს მოღალატეს ეძახიან" - ანუკი კანკია წერს, რომ მამამისის ფოტოები შეცდომით გავრცელდა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანუკი კანკია Facebook-ზე წერს, რომ მამამისის, გოჩა კანკიას ფოტოები "ტელეგრამში" ვრცელდება, ფოტოს აღწერაში კი მითითებულია, რომ ის უფროსი ინსპექტორია.

როგორიც სტატუსიდან ირკვევა, "ტელეგრამში" გავრცელებულ ფოტოს არასწორად აწერია პირადი ნომერი, მამის სახელი და დაბადების თარიღი.

სტატუსის ავტორი ამბობს, რომ მამამისის ფოტო შეცდომით ვრცელდება ჩატებში, როგორც სპეცრაზმელის, სოციალური ქსელის მომხმარებლები კი მას შეურაცხყოფას აყენებენ.

"გამარჯობა, პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი გოჩა კანკია ვართ. მეორე ფოტოზე, რომელიც ტელეგრამში გავრცელდა, ასევე მამაჩემი გოჩაა, თუმცა პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და მამის სახელი სხვისია.

ამ ქვეყნად ცოტას ვიცნობ ისეთს, ვისაც შეიძლება მასზე ძალიან უყვარდეს სამშობლო. ჰოდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში მის ამ ფოტოს ჩათიდან ჩათში დაატარებენ - ხან რუსს, ხან სამშობლოს მოღალატეს და რა ვიცი კიდევ რას აღარ ეძახიან.

ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, სპეცრაზმისთვის ცოტა ასაკი აღარ მიწყობს ხელსო…

სამშობლოს სიყვარულის სახელით ტყუილის გავრცელება, ადამიანების შევიწროება, მტრად გამოცხადება და მსგავსი ფაშისტური მიდგომები კარგი ამბავი არ არის და იმედია ამ ჭეშმარიტებაზე ყველა ვთანხმდებით!" - წერს ანუკი კანკია Facebook-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა