პოლიცია მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს
პოლიცია მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს.
პოლიციელები აჩერებენ პირებს, რომლებიც საქართველოს დროშებით გადაადგილდებიან.
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკა გუშინაც მიმდინარეობდა, რა დროსაც „ზედაპირული დათვალიერების“ საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირიც.
პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მომაწილეებს რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.