შენ უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე - კახა ალადაშვილი კახა კალაძეს
ვეტერანი ფეხბურთელი, კახა ალადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ერთხელ დავწერე, შენი გუნდელი რომ მქვია, მრცხვენია-მეთქი. ამაზე მეტს მეგონა აღარ გეტყოდი, მაგრამ უკვე მე კი არა, მთელ უკრაინას შერცხვა შენი. ფინანსურზე დიდი და მძიმე სანქცია ესაა. უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე". - წერია ტექსტში.