თეგებით ძიება

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 2022 წლამდე იყო - სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორი ურთიერთობა არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 2022 წლამდე იყო. 

"ახლა ჩვენ აღარასოდეს დავუბრუნდებით 2022 წლის დასაწყისამდე შექმნილ მდგომარეობას“, - განაცხადა ლავრომა ეუთოს მინისტერიალზე მყოფი ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ. 

სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი არასდროს არავისთან კეტავს ურთიერთობის კარს. 

"მოსკოვი არასდროს არავისთან კეტავს ურთიერთობის კარს. თუ დასავლეთი გამოვა წინადადებებით, რომელიც ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე იქნება დამყარებული, ჩვენ გადავხედავთ და გამოვიტანთ დასკვნებს ასეთი შესაძლო წინადადებების შინაარსიდან“, - აცხადებს ლავროვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა