თეგებით ძიება

პროტესტმა შესაძლოა, სხვადასხვანაირი ფორმა მიიღოს, თუმცა ის, რაც ხდება რუსთაველზე, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს - ზურაბ ჯაფარიძე

პროტესტმა შესაძლოა, სხვადასხვანაირი ფორმა მიიღოს, თუმცა ის, რაც ხდება რუსთაველზე, უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პროტესტს ახასიათებს ციკლები, თუმცა ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გადიან იაზრებენ, რომ ქვეყანას არჩევანი მოჰპარეს.

„პროტესტის მე-10 დღეა. უამრავი ადამიანი არის დაკავებული და იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში, მათ შორის რაღაც ნაწილი არის სისხლის სამართლის წესით. პროტესტი გრძელდება, გუშინ ღამით ადამიანების განწყობა რომ ვნახე, უდიდესი უმრავლესობა აპირებს პროტესტი გამარჯვებამდე გააგრძელოს. თუმცა, ვნახე წუხილები, რომ ყოველდღე არ არის ისეთივე რაოდენობა ადამიანების, როგორიც იყო წინა დღეებში, ყოველდღე არ არის ისეთივე მუხტი, როგორიც იყო წინა დღეებში. ჩვეულებრივი ამბავია, ყველა პროტესტს ახასიათებს ციკლები. ადამიანები, რომლებიც გამოვდივართ ქუჩაში ამ დღეების განმავლობაში, მთავარი რასაც ვიაზრებთ, არის, რომ ამ ქვეყანას მოჰპარეს არჩევანი და საბოლოოდ, გამოცხადდეს საჯაროდ, რომ ეს ქვეყანა აღარ წავა დასავლეთისკენ და საბოლოოდ აღმოჩნდება რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში.

„პროტესტმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვანაირი ფორმა, თუმცა ის, რაც ხდება რუსთაველზე, ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ადამიანები, რომლებმაც გარისკეს საკუთარი თავისუფლება, სიცოცხლე, რომლებიც დღეს არიან დაკავებულები და კაცმა არ იცის როდის გამოუშვებენ, ადამიანები, რომლებიც ამ დღეების და ღამეების განმავლობაში ძვლებში დაამტვრიეს, ამ ადამიანებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ გქონდათ ჩვენი იმედი, ჰქონდათ იმის იმედი და რწმენა, რომ სხვა დანარჩენები, ვინც დავრჩებოდით გარეთ, გავაგრძელებდით ბრძოლას. ამიტომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში. არანაირი პრობლემა არ არის, რომ რაღაც დღეს ადამიანების რაოდენობა იყოს ცოტა ნაკლები, არანაირი პრობლემა არ არის, რომ რაღაც დღეს შეიძლება ფოიერვერკები არ იყოს რუსთაველზე. ეგ არ არის არსებითი, არსებითია პროტესტის გაგრძელება ნებისმიერ შემთხვევაში და ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა