თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას მიმართვა სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა და ბესიკის ქუჩაზე, მისი დაკავების შესახებ ისაუბრა: 

"ჩემს სარგებლობაში არსებულ ოფისში, მიდიოდა ჩხრეკის ოპერაცია ისე, რომ ჩემთვის არაფერი არ იყო ცნობილი. მივედი  და ვითხოვე ერთადერთი რამ გამოსულიყო საპროცესო ღონისძიების ჩამტარებელი, ეთქვა რა ხდება და შევეყვანე დამსწრედ. არაფერი მეტი არ ხდებოდა.

რაც შეეხება გინებას. პოლიციელების მხრიდან მიდიოდა პირდაპირ ქუჩური გინება....ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქუჩურ გინებას რომ ვიღებ პოლიციის მხრიდან, მივდივარ და ცხელ ხაზზე ვრეკავ... როცა ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვექცევი, ამიტომ მე ამის დამადასტურებელი მჭირდება ყველაფერი ", - ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა