თეგებით ძიება

ორი-სამი თვით ადრე გამოეშვათ მიშა სააკაშვილი და ვნახავდით, რა შედეგი დადგებოდა არჩევნებზე, მაგრამ ეს ვერ გაბედეს, რადგან ეშინიათ - პეტრე ცისკარიშვილი

რეჟიმის დემონტაჟი დაწყებულია, აგურ-აგურ ჩამოიშლებიან. დიპლომატიური კორპუსიდან დაიწყო გადადგომა, შემდეგ გადავა სხვა საჯარო მოხელეებზე და ბოლოს თვითონ ეს რობოკოპებიც გადმოვლენ ხალხის მხარეს და სწორედ ასე დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე რომ გაემოშვათ, საზოგადოება ნახავდა, რა შედეგი დადგებოდა არჩევნებზე.

„ეს რეჟიმი დგას მილიციურ ძალაზე, რომელიც ამ ყველაფრის მეშვეობით აჩვენებს თავის წრეს ძალას. ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ სოციალურ ქსელებში როგორ ნერვიულობენ და როგორ აქტიურობენ, როგორ მხარს უჭერენ ე.წ. სამართალდამცავებს, იმათ აჩვენებს რეჟიმი მხოლოდ ამ ყველაფერს, სხვა დანარჩენს კი აბრაზებენ. რეჟიმის დემონტაჟი დაწყებულია, აგურ-აგურ ჩამოიშლებიან. დიპლომატიური კორპუსიდან დაიწყო გადადგომა, შემდეგ გადავა სხვა საჯარო მოხელეებზე და ბოლოს თვითონ ეს რობოკოპებიც გადმოვლენ ხალხის მხარეს და ასე დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. ეს რეჟიმი უნდა წავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ჩატარდეს მართლაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. მათ შორის მიშა სააკაშვილის თავისუფალი უნდა იყოს იმ არჩევნების პერიოდში, რადგან სხვანაირად მთავარი ოპოზიციონერი ველზე არ არის, კამპანიაში არ არის და ისე ჩატარდა ის 26 ოქტომბრის არჩევნები. 2-3 თვით ადრე გამოეშვათ მიშა სააკაშვილი და ვნახავდით, რა შედეგი დადგებოდა არჩევნებზე, მაგრამ ეს ვერ გაბედეს, რადგან ეშინიათ. ივანიშვილი გაიქცევა ასლან აბაშიძესავით და ამის შემდეგ ჩატარდება არჩევნები“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა