თეგებით ძიება

სასამართლომ ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და სახ­დე­ლის სა­ხით 12 დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვამ მი­ი­ღო.

“გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს, სიკ­ვდი­ლი მო­ნებს”,- გა­ნა­ცხა­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დგომ ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ნიკა გვა­რა­მია, პარ­ტია “დრო­ას” ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას და­ა­კა­ვეს. ნიკა გვა­რა­მია ოფის­ში შეს­ვლას და ჩხრე­კა­ზე დას­წრე­ბას ითხოვ­და,რისი უფ­ლე­ბაც მას პო­ლი­ცი­ამ არ მის­ცა. ად­გილ­ზე მყოფ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რა დრო­საც კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი და­ა­კა­ვეს.

ცნო­ბის­თვის, ნიკა გვა­რა­მია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა