თეგებით ძიება

"თუ მსახიობების დიდი ნაწილი ჩუმადაა, არ ნიშნავს, რომ "ოცნების" მომხრეები არიან... მათ კომუნისტური შეხედულებები აქვთ" - დიმიტრი ტატიშვილი კოლეგების დუმილსა და მიმდინარე პროტესტზე

"იმი­ტომ გა­ვი­ფი­ცე, რომ ახლა სპექ­ტაკ­ლე­ბის დრო არ არის. ხალ­ხი, ვისი და­ფი­ნან­სე­ბი­თაც ჩვენ, სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბი ვცხოვ­რობთ, დღეს ქუ­ჩა­შია და უკა­ნო­ნო, არა­ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ არ აღი­ა­რე­ბენ... მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მათ­გან ასეთ უხეშ მოქ­ცე­ვას მო­ვე­ლო­დი. ეს ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვია და ამას არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. როცა ასე სა­შინ­ლად ექ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნებს, ახლა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გას­ვლის დრო არ არის და ამი­ტომ გა­ვი­ფი­ცე, თო­რემ თე­ატ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მი­მაჩ­ნია, რომ ის ად­გი­ლია, სა­დაც უნდა ვიყო" - ამბობს მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­ფი­ცულ მსა­ხი­ო­ბებს შო­რი­საა.

AMBEBI.GE-სთნ სა­უ­ბარ­ში ის ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ასე ხსნის:

"რა პრო­ცე­სე­ბიც ახლა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, არის სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის ბოლო სტა­დია, მათი გათ­ვლე­ბით და მათი გეგ­მე­ბით. ჩვენ თუ ამას და­ვუშ­ვებთ, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა აღარ იარ­სე­ბებს. ამი­ტომ ამას არ და­ვუშ­ვებთ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. რუ­სე­თი თით­ქმის უკვე სამი სა­უ­კუ­ნეა, ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­რუ­სოს და არ გა­მოს­დის. თუ რა­ტომ არ გა­მოს­დის, ამა­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია - ქარ­თვე­ლებს და რუ­სებს, სა­ერ­თო არა­ფე­რი გვაქვს - არც მენ­ტა­ლო­ბა­ში და არა­ფერ­ში. ვი­ღა­ცე­ბი, ვინც მო­ერგნენ რუ­სეთს და ნა­წი­ლობ­რივ გა­რუს­დნენ, მაგ­რამ ეს არის მა­სობ­რი­ვი ამ­ბა­ვი, უბ­რა­ლოდ ვი­ღაც თა­ვის გა­გე­ბით, კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ასე შე­ვი­და. ქარ­თვე­ლი ერის გა­რუ­სე­ბა არ გა­მო­ვა...

ბე­ბი­ა­ჩე­მი მიყ­ვე­ბო­და, გიმ­ნა­ზი­ა­ში რომ სწავ­ლობ­და, ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლი კვი­რა­ში ერთხელ ჰქონ­დათ, სხვა საგ­ნებს სულ რუ­სუ­ლად სწავ­ლობ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც ვერ გა­ა­რუ­სეს. ახ­ლაც ვერ გა­ა­რუ­სე­ბენ იმის მერე, რაც რუ­სეთ­მა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე გა­მო­ავ­ლი­ნა…მა­გათ გათ­ვლა აქვთ, რო­გორც ბე­ლო­რუსს მო­ექ­ცნენ, ისე მო­ექ­ცნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას, - არ გა­მო­ვა. შე­იძ­ლე­ბა, თვი­თონ ისე­ვე მო­იქ­ცნენ რო­გორც ბე­ლო­რუს­ში, მაგ­რამ ჩვენ­გან სხვა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი ექ­ნე­ბათ“ - აღ­ნიშ­ნავს დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი.

- თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩარ­თუ­ლია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, თუმ­ცა ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­ვე დიდი ნა­წი­ლი დუმს და ხმას არ აი­ღებს. რას იტყვით რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე და ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი, რომ­ლის­თვი­საც თე­ატ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლია...

- მსა­ხი­ო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან. ისი­ნი ჯერ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და მერე მსა­ხი­ო­ბე­ბი, ისე­ვე რო­გორც სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. თუ მსა­ხი­ო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი ახლა ჩუ­მა­დაა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი „ოც­ნე­ბის“ მომ­ხრე­ე­ბი არი­ან. მათ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ცოტა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ - რად­გან სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბენ, თით­ქოს ეს რა­ღაც­ნა­ი­რად ავალ­დე­ბუ­ლებთ, რომ მმარ­თვე­ლი ძა­ლის მი­მართ ლმო­ბი­ე­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი. ეს ასე არ არის. სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი არ არის რო­მე­ლი­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი ნიშ­ნავს ხალ­ხის თე­ატრს. სა­ხელ­მწი­ფო ვინ არის, თუ არა ხალ­ხი?! ამი­ტომ ცოტა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, კო­მუ­ნის­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. კი, სა­ხელ­მწი­ფო არის ხალ­ხი და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

- "ახა­ლი თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ზოგი და­ი­ჭი­რეს, ზოგი ნა­ცე­მია... რას ფიქ­რობთ ამა­ზე?

- ყვე­ლას ვიც­ნობ, კარ­გი ბი­ჭე­ბი არი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მათ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა დაბ­რალ­დეთ?! კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რა­საც არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა ლა­პა­რა­კობს, 90% თუ 100% არა, ტყუ­ი­ლია. ეს არის რუ­სუ­ლი ტი­პის პრო­პა­გან­და და რე­ა­ლო­ბას­თან არ არის კავ­შირ­ში.

- გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავთ?

- გა­მო­სა­ვა­ლი მარ­ტი­ვია. ესე­ნი უნდა წა­ვიდ­ნენ, ხალ­ხმა უნდა აირ­ჩი­ოს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მი­აჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნა უნდა მარ­თოს. უნდა წა­ვიდ­ნენ, უნდა და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რა თქმა უნდა, ნორ­მა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში... რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბით ქარ­თვე­ლე­ბი ქარ­თვე­ლებს ატყუ­ე­ბენ, ატე­რო­რე­ბენ. ეს ტრა­გე­დი­აა. ამას წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა