თეგებით ძიება

აქციებზე დააკავეს 400-მდე პირი, ნაცემია 300-ზე მეტი, დასჯილია 0 პოლიციელი - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, 28 ნოემბრიდან დღემდე, აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შეჯამებულად ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0.

დააკავეს 400-მდე ადამიანი (აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26);

300-ზე მეტი ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;

დაკავებულთა ასაკი – 15 წლიდან 60 წლამდე. კაცებთან ერთად დააკავეს ქალები და ბავშვები;

დაკავებულთა შორის 7 უცხოელია;

მოსამართლეები იყენებენ მკაცრ სანქციებს: ჯარიმა 2000-3000 ლარი ან პატიმრობა 4-დან 14 დღემდე;

80-ზე მეტ დაკავებულს დასჭიდა ჰოსპიტლური მკურნალობა;

ადვოკატებისთვის დაკავებულთა ადგილსამყოფელი საათების მანძილზე უცნობია;

მოსამართლეები გადაწყვეტილებას პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე იღებენ. ადვოკატების მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ;

არცერთ ნაცემ ანდა წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის;

მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას, უამბონ ცემისა და წამების შესახებ. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ;

დასჯილი პოლიციელები – 0.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა