თეგებით ძიება

„ახლა ასეთ ვითარებაში, მესიკვდილება ამ პოსტის დადება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! გევედრებით, დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში“-14 წლის გაბრიელს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

14 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონეა და რომელსაც უმძიმესი ქრონიკული დაავადება – იუვენალური ართრიტი აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც გაბრიელის დედა, თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს, ექიმებმა იმ ნემისი შეცვლა გადაწყვიტეს, რომლითაც მოზარდს ამ დრომდე მკურნალობდნენ. ახლად დანიშნული მედიკამენტი კი ძალიან ძვირი ღირს და საქართველოში არ შემოდის. თამარ იარაჯულის თქმითვე, აღნიშნული მედიკამენტი ახლა გაბრიელისთვის გადარჩენის ტოლფასია:

„მეგობრებო, ახლა ესეთ ვითარებაში, მესიკვდილება ამ პოსტის დადება, მაგრამ არ მაქვს სხვა გზა!

ძალიან, ძალიან გევედრებით.

გაბის დიაგნოზი ბევრმა იცით და თქვენი დამსახურებით მოვიყვანე ჩემი 14 წლის შვილი აქამდე!

ვინც არ იცით, იმათთვის დავწერ. გაბის პირველადი დიაგნოზი აუტისტური სპექტრია. მაგრამ მას აქვს უმძიმესი ქრონიკული დაავადება იუვენალური ართრიტი. ბავშვი საშინელ დღეშია. მუდმივად აქვს ტკივილები. უკვე ერთი წელი ხდება, რაც დავუწყეთ მკურნალობა, ის მედიკამენტი, რომლითაც ვმკურნალობდით, არ აღმოჩნდა გაბის შემთხვევაში ეფექტიანი და არ გვაქვს არანაირი წინსვლა. პირიქით, ბავშვს დაეწყო სახსრების დეფორმაცია, კლება წონაში, გულისრევები და ძალიან დამძიმდა.

ექიმებმა გადაწყვიტეს შეცვალონ ეს ნემსი, რითაც აქამდე ვმკურნალობდით სხვა ნემსით. ის მედიკამენტი, რომელიც დაენიშნა, ღირს ძალიან ძვირი და არ შემოდის საქართველოში!

Simponi-ეს მედიკამენტია, რომელიც ახლა გაბისთვის არის გადარჩენა.

გთხოვთ ყველას, გევედრებით, იქნებ დამეხმაროთ, რომ შევძლო ამ ნემსის ყიდვა და ახალი მკურნალობის კურსის დაწყება.

ჩვენმა ოჯახმა ყველა რესურსი ამოვწურეთ, აღარაფრის თავი მე აღარ მაქვს. გთხოვთ, აქამდე მომაყვანინეთ და დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში. ბავშვი თვალსა და ხელშუა მეცლება ხელიდან.

დამეხმარეთ გევედრებით. გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი.

საქართველოს ბანკი – მიმღები: თამარ იარაჯული #GE33BG0000000101172380

თიბისი ბანკი – მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე #GE62TB7477945066300001

PayPal: @Tiarajuli“, – წერს თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა