„საზოგადოების მხრიდან მინიმუმ დაგმობილი უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების ყოველი მცდელობა“ - ზურა ხაჩიძე
მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელშიკ ეხმიანება:
ერი რომელსაც ახლო წარსულში პრეზიდენტის დამხობის და სამოქალაქო დაპირისპირების მძიმე მემკვიდრეობა აქვს,მეტად გონივრულად და პრაგმატულად უნდა იქცეოდეს.შეგახსენებთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მწარე მემკვიდრეობის გამო გერმანიაში აკრძალეს ჰიტლერი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია,ჩვენი და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით,საზოგადოების მხრიდან მინიმუმ დაგმობილი უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების ყოველი მცდელობა. ჩვენ მცირერიცხოვანი,დიდი ერი ვართ,ჩვენი საზოგადოების გაყოფა და ერთმანეთთან დაპირისპირება დაუშვებელია! - წერს ზურა ხაჩიძე.