თეგებით ძიება

უვიზო რეჟიმის შეჩერების ასარიდებლად საქართველომ ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის სფეროში ნაბიჯები უნდა გადადგას - იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ევროკომისიის ანგარიშის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს.

იოზვიაკი დოკუმენტიდან ნაწყვეტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის ანგარიში მმართველ პარტიას უვიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან ასარიდებლად კომისიის რეკომენდაციების დამაკმაყოფილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ, კერძოდ ფუნდამენტური თავისუფლებების დავისკენ მოუწოდებს. 

ევროპული კომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციაზე: "შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან ასარიდებლად, საქართველომ დამატებითი მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კომისიის რეკომენდაციები დააკმაყოფილოს, კერძოდ, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში". სხვებს დადებითი ანგარიშები აქვთ". - წერს იოზვიაკი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა