თეგებით ძიება

"ვგმობთ აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ გადამეტებულ ძალასა და უკანონო დაკავებებს" - IT სფეროს წარმომადგენლები

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას, უკანონო დაკავებებსა და დაშინების მცდელობებს კატეგორიულად გმობენ.

ჩვენ, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროს წევრები, ვართ უახლესი პროგრესის შედეგად შექმნილი პროფესიის წარმომადგენლები და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა.

ვგმობთ,

აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ გადამეტებული ძალას,

უკანონო დაკავებებს,

დაშინებებსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს,

რომლებიც განხორციელებულია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

მიგვაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ჩვენი თანამოქალაქენი და საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცეს საშუალება, დემოკრატიული გზით, ხელმისაწვდომობისა და ფარულობის უზრუნველყოფით, ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე, ავირჩიოთ ჩვენი მომავალი.

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვჯერა, აუცილებლად იქნება ევროპულ სახელმწიფოთა კავშირის თანასწორუფლებიანი წევრი", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა