თეგებით ძიება

აშშ-ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ტიკ-ტოკის“ აპელაცია, რომელიც მისი ამკრძალავი კანონის გაუქმებას ითვალისწინებდა

აშშ-ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ტიკო-ტოკის“ აპელაცია, რომელიც ონლაინ პლატფორმის ამკრძალავი კანონის გაუქმებას ითვალისწინებდა.

კანონი ითვალისწინებს აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ან გაყიდვას 2025 წლის დასაწყისიდან.

სოციალური მედიის კომპანია აცხადებდა, რომ კანონი არის არაკონსტიტუციური, რადგან მას აქვს გავლენა „ტიკ-ტოკის“ 170 მილიონი ამერიკელი მომხმარებლის სიტყვის თავისუფლებაზე, თუმცა სასამართლომ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, იყო „კონგრესისა და ამჟამინდელი და მომდევნო პრეზიდენტების ფართო, ორპარტიული მოქმედების კულმინაცია“.

„ტიკ-ტოკის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის შემდეგ ბრძოლას ქვეყნის უმაღლეს იურიდიულ ორგანოში, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ.

აშშ-ს სურს, რომ „ტიკ-ტოკს“ გაიყიდოს ან აიკრძალოს იმის გამო, რომ მისი მფლობელები ჩინეთის სახელმწიფოსთან არიან კავშირში. თავად „ტიკ-ტოკი“ და მისი მშობელი კომპანია „ბაითდანსი“ ბრალდებებს უარყოფენ.

წყარო: პირველი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა