თეგებით ძიება

პიროტექნიკის შედეგად პოლიციელი დაშავდა - სამართალდამცველს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პიროტექნიკის სროლის შედეგად, პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტები კვლავ პიროტექნიკას იყენებენ. ისინი პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან. ისმის შეძახილებიც.

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა