თეგებით ძიება

საქართველოში რევოლუციური სცენარი არ შედგა - გიორგი ვოლსკი

საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს. რადიკალურ ოპოზიციას „ნაცმაიდნის“ სცენარი უკვე არაერთხელ ჩაუვარდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

"ის რესურსი, რომელიც იყო დაგროვილი კიდევ უნდა გაძლიერებულიყო, გაორმაგებულიყო, თუ არა გასამმაგებულიყო და ეს ყველაფერი იგეგმებოდა 16 დეკემბრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირისაგან შესაძლოა მოისმინონ უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს შემდგომი ნაბიჯების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ეს იყო, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის თემასთან მიმართებაში. კანდიდატის სტატუსი მაშინ წამოიწია, როგორც მექანიზმი, ბერკეტი იმისათვის, რათა საქართველოში განვითარებულიყო ეს რევოლუციური სცენარი, არ შედგა ეს რევოლუციური სცენარი“, - განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა