თეგებით ძიება

"დედამ ტელევიზორში ნახა როგორ სცემდნენ აქციაზე მის შვილს, დასახმარებლად გაიქცა და გზაში ავარია მოუვიდა, გარდაიცვალა" - რას წერს გიორგი ჩელიძე?

გიორგი ჩელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"სიცოცხლით სავსე ქალაქი” - გახსოვთ ეს?

ძალიან მიმძიმს ამის დაწერა, ისედაც ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა. 

დღეს ღამე, რამდენიმე საათის წინ, ჩვენი თანამშრომელი, მეგობარი გარდაიცვალა, (სახელსა და გვარს არ დავწერ) უკეთილესი, უსაყვარლესი, ხალისიანი 2 შვილის დედა, რატომ? როგორ? დაინახა ტელევიზორიდან აქციის დარბევა, რომელზეც მისი შვილიც იმყოფებოდა, დედამისთან ერთად თავქუდმოგლეჯილი ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში და გავარდა თვითონაც, მოიქცა ისე, როგორც ყველა დედა მოიქცეოდა, ამ სიჩქარეში ავარიაში მოყვა და დაიღუპა, მისი დედაც საავადმყოფოშია მრავლობითი მოტეხილობით. 

ეგრეა კი, არაა აუცილებელი ტყვია გესროლონ ან თავში გირტყან სიკვდილამდე. ვინ იფიქრებდა შენ თუ შეეწირებოდი ამას, ან ვინ იცის, ვის როგორ მოგვწვდება ეს სიტუაცია.

დასკვნა თქვენ გამოიტანეთ", - წერს გიორგი ჩელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა