თეგებით ძიება

დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოვინახულე, მათ შორის ვნახე ბექა ყორშიაც, მას დაზიანებები არ აღენიშნება - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოინახულა, მათ შორის ბექა ყორშია, რომელსაც, მისი ინფორმაციით დაზიანებები არ აღენიშნება.

„თბილისსა და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით, 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს სახეზე ნაჟღენთებიც აღენიშნება.

ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას. მათ შორს, ვნახე ბექა ყორშიაც, დაზიანებები არ აღენიშნება“,- განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტებს.

„მინდა, მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტებს და ყველა პირადი ნივთი, რომელიც პროტესტის მონაწილეებს ჩამოერთვათ, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ“, – განაცხადა იოსელიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა