თეგებით ძიება

"ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პრაქტიკულად გამორიცხულია... საკითხის დაყენება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სპეკულაციურია" - მამუკა მდინარაძე

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პრაქტიკულად გამორიცხულია... საკითხის დაყენება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სპეკულაციურია - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საკითხის დაყენება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა იმ ვერსიისა, რომელიც არსებობს, სხვა საფუძველი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან ნაცაგენტურის წარმომადგენლები იხვეწებიან, რომ არანაირი მაშველი რგოლი, არც ზელენსკის სანქციები, არც სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არ არის იმდენად ღირებული მათთვის, რამდენადაც ღირებული შეიძლება იყოს ვციტირებ - "საუბრის დაწყებაც კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე".

მათ იციან, რომ 4 სამართლებრივი საფუძველი, რომელთაგანაც არცერთი არ არსებობს ბუნებაში, მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში და ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ამ ოთხიდან, ე.ი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ საუბრის დაწყებას წინ არაფერი უდგას. ამას მიიჩნევენ ისინი მაშველ რგოლად, რომ საქართველოში მოასწრონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება, ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა და მიზანი,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა