"მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, "იუმორინა 2025"-ის კონცერტები გადატანილია თებერვალში...“ - გია ბაღაშვილი
მუსიკოსი გია ბაღაშვილი წერს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, "იუმორინა 2025"-ის 14 და 15 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტები გადატანილია 15 და 16 თებერვალს.
თუმცა ბაღაშვილი არაფერს წერს მიმდინარე პროტესტსა და შექმნილ სიტუაციაზე.
"ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, "იუმორინა 2025"-ის 14 და 15 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტები გადატანილია 15 და 16 თებერვალს.
ჩვენ გვსურს, რომ უკლებლივ ყველა მაყურებელმა, რომელთა მრავალწლიანი თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის, შეძლოს მობრძანება და "იუმორინაზე" დასწრება, სწორედ ამიტომ გელით 15 და 16 თებერვალს, ფილარმონიაში. ვისაც უკვე შეძენილი გაქვთ ბილეთები, მათ საყურადღებოდ: 14 და 15 დეკემბრის ბილეთებით დასწრებას შეძლებთ 15 და 16 თებერვალს.
შესაბამისად, 14 დეკემბრის ბილეთები იმოქმედებს 15 თებერვალს, ხოლო 15 დეკემბრის ბილეთები - 16 თებერვალს" - წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.