სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
სალომე ზურაბიშვილის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.