თეგებით ძიება

სიმართლე როცა შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის - ანდრო ჭიჭინაძე

ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, სიმართლე როცა შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა