ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი, პარიზში ვიზიტის დროს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება - რას წერს უცხოური მედია?
უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შაბათს, პარიზში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება - როგორც მოსალოდნელია, ისინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრებენ.
დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწვევით პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრება და შეხვედრასაც, სავარაუდოდ, აღდგენილ ტაძარში გამართავს.
"ისინი იკრიბებიან ნოტრ-დამში. შეხვედრას მაკრონი შუამავლობს" - განუცხადა DailyMail.com-ს წყარომ საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას.
ამბობენ იმასაც, რომ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ტრამპის პირველი ჩართულობა რუსეთის პერიფერიის ცხელ წერტილში გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ გაუმკლავდება იგი საქართველოსა და უკრაინის საკითხებს.
ტრამპის წარმომადგენლებმა პოტენციური შეხვედრების შესახებ კომენტარი არ გააკეთეს, მაკრონის ოფისმა უარი თქვა მისი გრაფიკის დეტალების დადასტურებაზე.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას 50-მდე მსოფლიო ლიდერი და სახელმწიფოს მეთაური დაესწრება.