"TV პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ
"TV პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათ თავს დაესხნენ ადამიანები, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.
ჩიხლაძე ამბობს, რომ თავს 50-მდე პირი დაესხა თავს, პოლიციამ კი რეაგირება არ მოახდინა.