სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
„დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.