„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც აქციაზე თავს დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავის არეში აქვს რამდენიმე ჭრილობა. რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სახის არეში აქვს მიღებული დაზიანებები.
შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირი დაესხა თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.