შსს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასა და კობა ხაბაზის ცემის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი, უწყებამ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტებს შორისაა ოპოზიციონერ პოლიტიკოს კობა ხაბაზზე თავდასხმის შემთხვევაც.
რაც შეეხება "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი. თავის მხრივ, საგამოძიებო სამსახურს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.